saqarTvelos qedebi - mazeris qedi
ქედი სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების უშბის მასივის დასავლეთი დაბოლოება, მდინარეების დოლრაჭალისა და გულიჭალის (ენგურის აუზი) წყალგამყოფი, მესტიის მუნიციპალიტეტი. ქედის უმაღლესი მწვერვალია მაზერი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3900 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე არის პატარა მყინვარი, რომელიც უშბის მყინვარს ასაზრდოებს. მაზერის ქედის სამხრეთი კალთის ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია, თხემზე - სუბნივალური ლანდშაფტი.